განათლება
ფაკულტეტები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფასიანი და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოაქვეყნა.

2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ ჯამში, 10 ფაკულტეტი ფინანსდება. ესენია ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკოლოგია და აგრონომია.

რაცა შეეხება დანარჩენ ფაკულტეტებს - სამართალს, ბიზნესის ადმინისტრირებას, ვეტერინარიის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, ამ ფაკულტეტზე სასწავლებლად სტუდენტმა წელიწადში 2 250 ლარი უნდა გადაიხადოს.
| Print |