განათლება
ახალციხის პირველ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექცია დღეს, 15 აპრილს გამოუვლინდა. ამის გამო, სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. 

''კორონავირუსი დაუდასტურდა ჩემი სკოლის პედაგოგს, მეტს არავის დადასტურებია, გამოუვლინდა ადიგენში, რადგან იქიდან დადის. კოვიდი მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. ამჟამად არანაირ გართულებებს ადგილი არ აქვს, უსაფრთხოების მიზნით, ხვალიდან, 5 დღის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე დავრჩებით'', - აცხადებს სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური

შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან ახალციხის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მას შემდეგ, გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება ვალეს და ახალციხის მეხუთე სკოლას მოუწია.
| Print |