განათლება
მეტი მეც არაფერი ვიცი - ინგა ბოჭორიშვილი სკოლაში მომხდარ ძალადობაზე
ადიგენში, სოფელ ზანავის საჯარო სკოლაში - ძალადობის სავარაუდო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მოსწავლე მასწავლებელს ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

16 წლის გოგონას, რომელიც სკოლაში მომხდარს იხსენებს, ახლა ფსიქო-რეაბილიტაცია სჭირდება.

დაზარალებულის დედა ამბობს, რომ 50 წლის ქალი თან მასწავლებელია, თან ექთანი და ის ერთდროულად ხუთ საგანს ასწავლის - ტექნიკურ საგნებთან ერთად, ხატვას და სამოქალაქო განათლებას.

სკოლის პარალელურად კი სოფლის ამბულატორია აბარია. ადიგენის რესურსცენტრში კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ფაქტს სწავლობენ.

მომხდარის შესახებ არც მასწავლებელი და არც სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებენ.
| Print |