განათლება
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
დღეს, 20 მაისს საქართველოს საჯარო სკოლებში, მეთორმეტელკასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სკოლა 460-მა მოსწავლემ დაამთავრა.

სკოლის ბოლო დღე, კორონავირუსისა და მოქმედი რეგულაციების გამო, კურსდამთავრებულებმა მოკრძალებულად აღნიშნეს. განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით, ბოლო ზარის ღონისძიებაზე დასწრება ღია სივრცეში მხოლოდ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ.

| Print |
თეგები: ბოლო ზარი /