განათლება
სამცხე-ჯავახეთში მანდატურების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდა
სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“ აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. ვაკანსიები საქართველოს 20 ქალაქის სკოლაშია.
ხუთი ვაკანტური ადგილი სამცხე-ჯავახეთშია. ბორჯომში დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში ერთ მანდატურს შეარჩევენ, ქალაქ ახალქალაქში სამი ვაკანტური ადგილია, დაბა ასპინძის სკოლაში კი ერთი ადგილი.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ნასამართლობის არმქონე, სახელმწიფო ენის მცოდნე პირი, სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით.
მანდატურის შრომის ანაზღაურება 750 ლარია.

აპლიკანტი შერჩევამდე რამდენიმე ეტაპს გაივლის. დეტალურად ვაკანსიის შესახებ წაიკითხავთ აქ:

| Print |