განათლება
სამცხე-ჯავახეთში ექვსი სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსი დაფიქსირდა.
გაკვეთილები ონლაინ ტარდება ახალციხის ოთხ - ქალაქ ახალციხის N1 (ნაწილობრივ), N2, N5 და სოფელ აწყურის საჯარო სკოლებში;
ბორჯომის სოფელ ანდეზიტის სკოლაში;
ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში.
Covid19-ის დაფიქსირების გამო, დისტანციურ სწავლებაზეა ახალციხის #1 და #2 ბაგა-ბაღები.
გააზიარეთ :