განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება
2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები შემდეგი განრიგით ჩატარდება:

1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;

6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;

12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

28 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

27 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

28 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

მისივე თქმით,14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

გორგოძის განცხადებით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.
| Print |