განათლება
ნინოწმინდის პანსიონატში 31 აღსაზრდელი რჩება
ნინოწმინდის პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა - დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარები დღეს სკოლაშიც წავიდნენ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ.

პანსიონის სივრცე მედიისთვის ჯგუფისთვის ისევ დახურულია.

ბოლო მონაცემებით, 31-მდე აღსაზრდელი რჩება პანსიონატში, 22-მა მათგანმა კი შენობა უკვე დატოვა.
| Print |