განათლება
მეუფე სპირიდონი რეპეტიციებზეც კი მესწრებოდა - ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ქორეოგრაფი
მეუფე სპირიდონი რეპეტიციებზეც კი მესწრებოდა - განუცხადა მეცხრე არხს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ქორეოგრაფმა. თამაზ მელიქიძის თქმით, ბენეფიციართა ნახევარზე მეტს ის ქართულ ცეკვებს სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მხოლოდ პანდემიის გამო შეწყვიტეს რეპეტიციები. 

მისივე განმარტებით, ძალადობის შესახებ არაფერი სმენია. პანსიონატში მიმდინარე მოვლენების შესახებ ტელევიზიით შეიტყო და გული წყდება, რომ ჯავახეთის საზღვართან ქართულ საქმეს ხელი ეშლება.

ბავშვთა სახლში განვითარებულ მოვლენებს ხელოვნურს უწოდებს პანსიონატის კიდევ ერთი თანამშრომელი. სარუხან კარსლიანის თქმით, ეს ,,შანტაჟია, ბავშვები ცოდოები არიან".
| Print |