განათლება
მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია
დღეს, 4 აგვისტოს აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდების პირველადი შედეგების ნახვა უკვე ვებ-გვერდზე online.naec.ge უკვე შეუძლიათ, რისთვისაც მათ სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული მისი ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (10.20-ზე მეტი).

გარდა ამისა, აბიტურიენტებს შედეგის გაგება შეეძლებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე - 9 33 33. მომსახურების საფასური 50 თეთრია.
| Print |