განათლება
ივანე ჩხეიძემ განმარტა, რა შემთხვევაში გაიცემა სკოლებში სწავლის დაწყების რეკომენდაცია
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ იმ შეთხვევაში, თუკი ინფიცირების ის ციფრები შენარჩუნდა, რაც დღეს არის მოცემული, სკოლების საკლასო ოთახებში განახლება არ იქნება მიზანშეწონილი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ეს ციფრები შენარჩუნდა და არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, ლაპარაკი საერთოდ არც ერთი დახურული სივრცის თავისუფალ გამოყენებაზე არ იქნება. სწავლის განახლება ყოველდღიურად 3-4 ათასი ინფიცირებულის ფონზე, რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ იყოს სწორი", - თქვა ივანე ჩხაიძემ.

მან განმარტა, რომ სკოლაში სწავლის დაწყებისთვის მინიმუმ, აუცილებელია ვაქცინირებული პედაგოგი და ადმინისტრაცია დახვდეს მოსწავლეს, რაც დღეის მონაცემებით, სექტემბრამდე საკმაოდ რთულად მისაღწევია.
| Print |