განათლება
თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღში დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე
თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღში დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღში დაიწყება", – განაცხადა ტიკარაძემ.

ამავე თემას გამოეხმაურა კახეთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც: ,,სკოლაში პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები აუცილებლად უნდა წავიდნენ, ისენი ონლაინ სწავლებას ვერ მიეჩვივნენ და პრობლემებია. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ (აცრისკენ)".

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლების გახსნას, სტუდენტებისთვის აუდიტორიებში დაბრუნების საკითხი კვლავ ღიად რჩება.
| Print |