განათლება
რა ფორმატში გაგრძელდება სწავლა უნივერსიტეტსა და კოლეჯში?
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოთხი ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. განათლების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტები თავად აირჩევენ, რა ფორმატში სურთ სწავლის გაგრძელება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსისტეტის რექტორის მაკა ბერიძის განცხადებით, საგანამანათლებლო დაწესებულება აპირებს, რომ ორშაბათიდან სწავლება შერეულ ფორმატში გაგრძელდეს. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტი თავად გადაწყვეტს, ლექციას აუდიტორიაში დაესწროს თუ ონლაინ.

ამ გადაწყვეტილების მიზანი სტუდენტთა საჭიროების გათვალისწინება, მათთვის უსაფრთხო პირობების შექმნა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაა.
ოთხ ოქტომბერს აუდიტორიებში დაიწყებს სასწავლო წელს საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტები. „ოპიზარის“ დირექტორის ბელა ავალიშვილის თქმით, არსებული ჯგუფები სწავლას ოთხ ოქტომბერს განაახლებენ, ახალი სტუდენტები კი რვა ნოემბრიდან შეუერთდებიან.

როგორ გაგრძელდება სწავლა უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში წლის ბოლომდე - ეს ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.


| Print |