განათლება
როგორ უნდა განვითარდეს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი
რეგიონის უნივერისტეტის როლი რეგიონის განვითარებისთვის - ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში. ეს იყო შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო ის პროექტები და აქტივობები, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და სტუდენტთა კარიერული ზრდისთვის განახორციელა. პრეზენტაცია ეხებოდა, თუ რა მიმართულებით აპირებს განვითარებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

შეხვედრაზე განიხილეს ორი ახალი სპეციალობის - ვეტერინარიისა და აგრონომიის დეტალებიც.


| Print |