განათლება
სამცხე-ჯავახეთის სკოლებისა და ბაღების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სასწავლო დაწესებულებები სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინ სწავლობენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბასთუმნის, ბოლაჯურის, ლელოვანის საჯარო სკოლების თითო კლასი.

დაბა ასპინძის ორი საბავშვო ბაღი.

ქალაქ ახალციხის N5 და სოფელ საძელის საჯარო სკოლები.

ქალაქ ბორჯომის N4 და სოფელ წაღვერის საჯარო სკოლები ნაწილობრივ.

ქალაქ ახალქალაქის N1, სოფლების - მაჭატიის, სულდის, აბულისა და ვაჩიანის საჯარო სკოლები. სოფელ ვაჩიანის საბავშო ბაღი.

იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ, სწავლა დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება.
| Print |