განათლება
სამცხე-ჯავახეთში ათობით სკოლა და ბაღი დისტანციურ სწავლებაზეა
კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სამცხე-ჯავახეთში სკოლები და ბაღები სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინ სწავლობენ ადიგენის მუნიციპალიტეტში დაბა აბასთუმნის, ასევე სოფლების - აბასთუმნის და ლელოვანის საჯარო სკოლები.

დაბა ასპინძის, ასევე სოფლების - ნიჯგორის, დამალის, ნაქალაქევის სკოლები.

ქალაქ ბორჯომის მესამე, მეოთხე და მეექვსე, ასევე დაბა წაღვერის სკოლები.

ნინოწმინდის სოფელ განძის სკოლა,

ახალციხეში ქალაქის პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე სკოლები, სოფლების - მინაძის, ტყემლანის, საძელის, სვირის სკოლები.

ქალაქ ახალქალაქში პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სკოლები, სოფლების - სულდის, მაჭატიის, ვარევანის, ალასტანის, ვაჩიანის, აბულის საჯარო სკოლები.


რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებს - დისტანციურ სწავლებაზეა ადიგენში სოფელ ლელოვნის საბავშვო ბაღი, ბორჯომში ქალაქის N1 ბაგა-ბაღი, ახალქალაქში სოფლების - სულდისა და ვაჩიანის, ასევე ქალაქის მეორე საბავშვო ბაღი, ახალციხეში ქალაქის მესამე, მეექვსე და პირველი ბაგა-ბაღი, ასევე პირველი ბაღი. ვალეს პირველი ბაღი.

| Print |