განათლება
სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ სწავლებაზე სრულად 18 და ნაწილობრივ 21 სკოლა გადავიდა
სამცხე-ჯავახეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევებმა მოიმატა. ამის გამო, რეგიონში ონლაინ სწავლებაზე გადავიდა სრულად 18 და ნაწილობრივ 21 სკოლის 66 კლასი. ასევე სრულად დაიხურა შვიდი ბაღი, ნაწილობრივ კი - 8 ბაღში თითო-თითო ჯგუფი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ დისტანციურზეა სამი სკოლის ოთხი კლასი, დაიხურა ერთი ბაღის ერთი ჯგუფი.

ასპინძის მუნიციპალიტეტში დისტანციურად სწავლობს შვიდი სკოლის 30 კლასი, დაიხურა ორ ბაღში თითო-თითო ჯგუფი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ხუთი სკოლა, ნაწილობრივ კი - ხუთი სკოლის 23 კლასი. ამასთან, დაიხურა ორი ბაღი, სამ ბაღში კი თითო-თითო ჯგუფი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სრულად ონლაინ სწავლებაზეა 12 სკოლა, დაიხურა სამი ბაღი, ერთ საბავშვო ბაღში კი ერთი ჯგუფი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დისტანციურზე გადავიდა სრულად ერთი სკოლა, ხოლო ხუთ სკოლაში შვიდი კლასი სწავლობს ონლაინ. დაიხურა ერთ ბაღში ერთი ჯგუფი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზეა ერთი სკოლის ორი კლასი, სრულად დაიხურა ორი აბავშვო ბაღი.
| Print |