განათლება
სამცხე-ჯავახეთში მანდატურების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. 80-მდე ვაკანტური ადგილიდან სამი სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებშია: ორი ახალქალაქში, ერთი კი დაბა ასპინძაში. 

განცხადებების მიღება 10 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ნასამართლობის არმქონე, სახელმწიფო ენის მცოდნე პირი, სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით.

მანდატურის შრომის ანაზღაურება 750 ლარია.

აპლიკანტი შერჩევამდე რამდენიმე ეტაპს გაივლის. დეტალურად ვაკანსიის შესახებ წაიკითხავთ აქ:
| Print |