განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დებატების სასწავლო კურსი დაინერგა
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მომავალი პედაგოგებისთვის დებატების სასწავლო კურსი დაინერგა.

უმაღლეს სასწავლებლებს შორისაა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. კურსი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ევროპელი კოლეგების მიერ შემუშავდა.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.დებატების პროგრამა სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის შოთა რუსთაველის, ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომავალი მასწავლებლებისთვის დაინერგა.


| Print |