განათლება
სასწავლო პროცესი საფრთხილოა – თამარ გაბუნია
,,სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან საფრთხილო პროცესი ამგვარ სიტუაციაში, თუმცა პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი ზოგადი რეკომენდაციაა, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და უნდა იყოს მაქსიმალური ძალისხმევა იმაზე, რომ საკლასო გარემოში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა. დიდი ძალისხმევა გაწია განათლების სამინისტრომ. სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად არიან ადაპტირებულნი უკვე და აქვთ შექმნილი მექანიზმები, რომ სწრაფად მოახდნონ რეაგირება შემთხვევაზე, გადავიდნენ ჰიბრიდულ რეჟიმზე, ანუ დაიცვან თავიანთი თავი ამ რისკებისგან.

მასწავლებლების ვაქცინაციაც საკმაოდ აქტიური იყო ბოლო პერიოდში. მითუმეტეს, რომ 50 ზემოთ პირების წახალისება ჯერაც მოქმედია და გვეხმარება იმაში, რომ გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი. სკოლები დღეს კარგად არიან მზად პანდემიის მართვისთვის თავიანთ მიკრო გარემოში, ამდენად მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ამ გარემოში სწავლა” -
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში.
| Print |