განათლება
მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 36 ათასზე მეტი მოსწავლე გადავა
მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 36 202 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასებისა და სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევების გამო, ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 031-მა მშობელმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინსწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება კი შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00- 18:00 საათის შუალედში.
| Print |