განათლება
გადავა თუ არა სკოლები და ბაგა-ბაღები სწავლების ონლაინ რეჟიმზე?
გადავა თუ არა სკოლები და ბაგა-ბაღები სწავლების ონლაინ რეჟიმზე, ხვალ, 1-ელ თებერვალს გახდება ცნობილი.

შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

„რაც შეეხება სკოლებისა და ბაღების ონლაინ რეჟიმზე გადაყვანას, ხვალ იქნება საკოორდინაციო საბჭო და ამ საკითხს იქ განვიხილავთ, თუ არის ამაზე ეპიდემიოლოგების მხრიდან მოწოდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
| Print |