განათლება
მასწავლებლების ნაწილი სავალდებულო კოვიდტესტირებისგან გათავისუფლდა
კოვიდგადატანილი მასწავლებლებისთვის გეგმურ ტესტირებაში მონაწილეობა საჭირო აღარ არის. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ის პირები, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ვირუსი გადაიტანეს და აქვთ ექიმის მიერ გაცემული ცნობა, გეგმურ ტესტირებას გამოჯანმრთელების თარიღიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ ექვემდებარებიან.

სავალდებულო ტესტირების ჩატარება ასევე არ ეკუთვნით იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტესტი რომელიმე სამედიცინო პუნქტში ჩააბარეს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ათასობით მასწავლებელი გეგმურ ტესტირებაში მონაწილეობას დროებით აღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ აუცრელ და ერთხელ აცრილ პედაგოგებს სწრაფ ტესტს კვირაში ერთხელ უკეთებენ, სრულად ვაქცინირებულებს კი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით იკვლევენ.

etaloni.ge
| Print |