განათლება
ვინ არის "FLEX" - ის პროგრამის გამარჯვებული ახალციხიდან
2022-2023 აკადემიური წლისათვის FLEX-ის პროგრამაში ახალციხიდან, მეხუთე საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ გაიმარჯვა. პროგრამის ფარგლებში ოთი ჯინჭველაძე, მომავალი აკადემიური წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სრული დაფინანსებით ისწავლის.

FLEX-ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი წლის განმავლობაში. შერჩეულ მონაწილეებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.
| Print |