განათლება
ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 1 027 მოსწავლის მშობელმა დაწერა
31 მარტი - 7 აპრილის შუალედში ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 1 027 მოსწავლის მშობელმა დაწერა.

ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განაცხადეს.

მათივე განმარტებით, 31 მარტი- 7 აპრილის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 3 830-მა მშობელმა გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.
| Print |