განათლება
სოფელ სამების სკოლა ქვეწარმავლების გამო დისტანციურ რეჟიმში გადავიდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე ქვეწარმავლების გამრავლების გამო გადავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას რადიოსადგური NOR - ავრცელებს. მათივე თქმით, ორი კვირაა მოსწავლეები საკლასო ოთახებში ვერ სწავლობენ, რადგან გველები საკლასო ოთახებში კედლის ბზარებიდან შედიან.მოსახლეობის განცხადებით, ქვეწარმავლები განსაკუთრებით ბევრია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, სკოლაში საწავლო პროცესი შენობის და ეზოს შეწამვლის შემდეგ განახლდება.სოფელ სამების სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს.
| Print |