განათლება
სამების სკოლაში საგაკვეთილო პროცესი სასწავლო წლის ბოლომდე არ აღდგება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლაში საგაკვეთილო პროცესი წლის ბოლომდე არ აღდგება. ქვეწარმავლების სიმრავლის გამო, პედაგოგები აპრილის თვიდან, გაკვეთილებს დისტანციურ რეჟიმში ატარებდნენ. 30 მაისიდან კი მოსწავლეები სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში დადიან. სამების სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის განმარტებით, ამის თაობაზე ნებართვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა.

„ჩვენ მივიღეთ ნებართვა სამინისტროდან, გამოგვიყეს ადგილი ჟდანოვის სკოლაში. ამ სემესტრის ბოლომდე იქ ვისწავლით“, - განუცხადა JNEWS-ს მზექალა მინაძემ.

სამების სკოლა ქვეწარმავლების მომრავლების გამო, პირველად დაიხურა. შენობას სპეციალისტებმა დეზინფექცია უკვე ორჯერ ჩაუტარეს.
| Print |