განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცდებზე წელს არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დადასტურდება, მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება და ისინი საგამოცდო პროცესს არ ჩამოშორდებიან.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

გამოდების განრიგი იხილეთ: ბმულზე
| Print |