განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ბაქოში გამართულ კონგრესში ჩაერთო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები აზრბაიჯანში იმყოფებოდნენ. მათ სოციალურ მეცნიერებათა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესში - INCSOS მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კონგრესი ქალაქ ბაქოში გაიმართა. ღონისძიებას აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

კონგრესზე პროფესორები: მერაბ ბერიძე, მაკა ბერიძე და როინ ყავრელიშვილი მოხსენებით წარსდგენენ.
| Print |