განათლება
ახალციხეში, ისტორიის გამოცდაზე 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ტესტები ისტორიაში წერეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე რეგიონის მასშტაბით 521 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან 29 მათგანი არ გამოცხადდა. საგამოცდო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აბიტურიენტები ხვალ საკუთარ შესაძლებლობებს ისტორიის საგანსა და ზოგად უნარებში შეამოწმებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების საგნით დასრულდება.
| Print |