განათლება
მასწავლებლის ანაზღაურება მინიმუმ 4000 ლარი გახდეს - ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება
სოციალრ ქსელში პეტიცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც პედაგოგები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და ხელფასის გაზრდას მოთხოვენ. პეტიციის ავტორი ნათია ბახტაძეა.

"დაუყოვნებლივ დაიწყოს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის გადახედვა და მასწავლბელთა თავდაუზოგავი, მძიმე, საპასუხისმგებლო და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის დაფასების პროცესი!", - ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოში მასწავლებელის ანაზღაურება გაწეულ შრომასთან არაპროპორციულია და სახელმწიფოს მათ მიმართ "არაფრადჩამგდები სახელფასო პოლიტიკა" აქვს.

"მოვითხოვთ, საქართველოში შეიცვალოს მასწავლებლისადმი დამამცირებელი და დამაკნინებელი დამოკიდებულება. მოვითხოვთ, დააყენოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტმა მასწავლებლის თავდაუზოგავი და სახელმწიფოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი შრომის დაფასების საკითხი!!! გროშებზე კი არ ამუშაოს ისინი, არამედ ადამიანისთვის და მისი ღვაწლისთვის ღირსეულ ხელფასზე - გახდეს მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება 4000 ლარიდან!!! თუ კი მოსამართლეების ხელფასებია თვეში 10 000 ლარიდან, მასწავლებლის სამუშაო კიდევ უფრო საპასუხისმგებლო და ინტენსიურია. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტარებო, დროა მასწავლებელი დაფასდეს"! - წერია პეტიციაში.
| Print |