განათლება
ახალციხეში "მკითხველთა კლუბი" ჩამოყალიბდა

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა „მკითხველთა კლუბი“ ჩამოაყალიბა. წევრების პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა. მკითხველებმა ჯორჯ ორუელის ოდესღაც აკრძალულ რომანზე, „ცხოველების ფერმაზე“ იმსჯელეს, თუ რითი ჰგვანან წიგნის პერსონაჟები ადამიანებს. კლუბის წევრები თვლიან, რომ რომანი დაეხმარება უფროსი თაობის წარმომადგენლებს არასოდეს დაივიწყონ საიდან მოდიან, ხოლო ახალგაზრდებს დაანახებს - სად არ უნდა დაბრუნდნენ.

კლუბის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება. "მკითხველთა კლუბში" წევრების ასაკი შეზღუდული არ არის.
| Print |