განათლება
უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით ცნობილია
2022-2023 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე დამტკიცდა და დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტებია:
  • ისტორია;
  • ქართული ფილოლოგია;
  • ინგლისური ფილოლოგია;
  • დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ეკონომიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • აგრონომია;
  • ეკოლოგია;
  • საჯარო მმართველობა;
  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.

რაც შეეხება პროგრამული დაფინანსების მიღებას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 659,250.00 ლარია გათვალისწინებული.

ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი სხვა უნივერსიტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3pgniDW

| Print |