განათლება
აბიტურიენტები, რომლებიც უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდა. ახალციხელმა აბიტურიენტებმა 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

თაკო პეტაშვილი თავისუფალ უნივერსიტეტში 100%- იანი გრანტით ჩაირიცხა. ასპინძელი მარიამ მაგრაქველიძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ასევე 100% იანი დაფინანსებით ისწავლის. თათია თათოშვილმა კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 100% -იანი გრანტით ჩააბარა.

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.
| Print |