განათლება
სომხურენოვანი აბიტურიენტები, რომლებმაც გამოცდა 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარეს
ახალციხის მე-3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა აბიტურიენტებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარეს.

გოგი ლოტოევმა, ლეილა ჰამბარიანმა და არინა დატებოვამ სახელმწიფო პროგრამის "1+4" - ფარგლებში სრული დაფინანსება მოიპოვეს.

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

აღსანიშნავია, რომ 1+4 პროგრამით აპლიკანტს აქვს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობა, მინიმალური ბარიერის გადალახვისთვის აპლიკანტს 24,00 ქულაზე მეტი უნდა დაეგროვებინა. ყოველწლიურად 100 სომეხი და 100 აზერბაიჯანელი ყველაზე მაღალი ქულების მქონე აპლიკანტი სახელმწიფო გრანტს იღებს.

100%-იანი გრანტი მოიპოვეს ახალციხის სხვადასხვა სკოლის კურსდამთავრებულმა აბიტურიენტებმაც.
| Print |