განათლება
"ყველაფერი პრაქტიკაა და არაფერია შეუძლებელი" - აბიტურიენტები გამოცდილებას გვიზიარებენ

ახალციხელი აბიტურიენტები, თაკო პეტაშვილი და თათია თათოშვილი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში სრული დაფინანსება მოიპოვეს, საკუთარი ემოციების და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვებიან და მომავალ აბიტურიენტებს გამოცდილებას უზიარებენ.

მათი თქმით შეუძლებელი არაფერია. ამ პროცესში კი ყველაზე მთავარი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობაა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ამას გარდა ცნობილი გახდა "1+4" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სომხურენოვანი აბიტურიენტების ვინაობა.
| Print |