განათლება
CENN მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, CENN აცხადებს კონკურსს მასწავლებლებისათვის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამის მიზანი მასწავლებლების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა, დემოკრატიული ღირებულებებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ წალენჯიხის, მარნეულის, დმანისის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.
პროგრამის ხანგრძლივობა არის 9 თვე (იანვარი-სექტემბერი, 2023).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/S1xPzZn
| Print |