SSSS



განათლება
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს
პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს. როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევასთან დაკავშირებით კვლავ მუშაობენ.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზეა დამოკიდებული.

„პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის გადაწევა დამოკიდებულია სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებაზე. ახლა კეთდება ანალიზი, თუ როგორ გაიზარდა ამ ერთი წლის განმავლობაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამის მიხედვით მივიღებთ წელს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. განათლების სამინისტროსთან ერთად ვართ კონსულტაციის რეჟიმში, რომ დავაზუსტოთ, ერთი წლის განმავლობაში, რა დოზით მოგვემატა სასკოლო ინფრასტრუქტურა. იცით, რომ ბევრი სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, მათ შორის ახალი სკოლები დაგვემატა, ახლა მიდის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება. როდესაც გვექნება ეს ინფორმაცია, შესაბამისად გვექნება ეს გადაწყვეტილება. თუ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, კანონში ცვლილებას ისე მოვახდენთ, არავინ შეფერხდება. როგორც გასულ წელს, წელსაც დაჩქარებული წესითაც შეგვიძლია კანონში ცვლილება, ან გავახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას. ამ ეტაპისთვის, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს უკვე გვექნება ნათელი სურათი. როცა გვექნება ანალიტიკური ინფორმაცია, გადაწყვეტილებაც შესაბამისი გვექნება.

მიდგომა, ხედვა პოლიტიკის დონეზე არის და გვექნება, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ- ნაბიჯ ვადა გადაიწიოს და მივიდეთ ყველაზე ლოგიკურ და სწორ წყალგამყოფთან. მიგვაჩნია, რომ სკოლაში შესვლის წყალგამყოფი ასაკი უნდა იყოს 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები. ეს პოლიტიკა და ხედვა გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებასთან ერთად“,
- განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, გასულ წელს კანონში ცვლილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლაში შესვლის უფლება 2022-2023 სასწავლო წლისთვის იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, პირველკლასელი 2022-2023 სასწავლო წელს დამატებით 2500-მდე მოსწავლე გახდა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.