განათლება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა სახელწოდებით - ,,მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“. ფორუმი მუდმივმოქმედია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში იმართება.

ახალციხეში გამართული ფორუმზე ძირითადად განათლების საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. პროექტს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს.
| Print |