განათლება
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მშობლებს აცნობებს
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მშობლებს რეგისტრაციის თარიღის და სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ აცნობებს.

"ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაცნობებთ, დაიწყო აღსაზრდელთა რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. რეგისტრაციისას მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის.

რეგისტრაციის ფორმის შევსება მოხდება თქვენთვის სასურველი საბავშვო ბაღის მისამართზე, (პრიორიტეტი ენიჭება იმ ოჯახებს, რომელიც დარეგისტრირებულია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე).

რეგისტრაცია მოხდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
  • ბაგის ჯგუფი - 2-დან 3 წლამდე (დაბადების თარიღი 30.09.2021 წლამდე)
  • ბაღის ჯგუფი - 3-დან 4 წლამდე (დაბადების თარიღი 01.11.2020 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში)
  • ბაღის ჯგუფი -4-დან 5 წლამდე (დაბადების თარიღი 01.11.2019 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში)
  • სასკოლო-მზაობის ჯგუფი 5 წლიდან(დაბადების თარიღი 01/10/ 2017 წლიდან 01/11/2018 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში)
თუ არასწორად მიუთითეთ ასაკობრივი ჯგუფი, აღსაზრდელი მოიხსნება რეგისტრაციიდან სისტემაში საბუთების გადამოწმების შემდგომ!

რეგისტრაციის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სასურველი საბავშვო ბაღის მისამართზე მაგრამ სარგებლობს პრიორიტეტით და ვერ მოასწრო დარეგისტრირება უნდა გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში (ქ. ახალციხე ახალციხელის ქუჩა N2) წარმოადგინოს პრიორიტეტის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდგომ დარეგისტრირდება სასურველ ბაღში. პრიორიტეტით ისარგებლებენ შემდეგი პირები:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვი:

თუ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 120 000-ზე
2. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვი
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს საოქმო გადაწყვეტილებით
3. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი
ჯანმრთელობის პრობლემის ან/და ქცევითი პრობლემის მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი ჩანაწერით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა)
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი
შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (სსე შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა NIV-50/4)
5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი.
იუსტიციის სახლის მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
6. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი
პირი რომელსაც ყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები
7. სამხედრო მოსამსახურეთა შვილები

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში,
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები.
  • რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი(დევნილი)
შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა
9. იმ ოჯახის შვილი, რომლის შვილი(-ები) ამჟამად სარგებლობს ამავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე თუ აღსაზრდელის მშობელი დასაქმებულია საბავშვო ბაგა-ბაღში.

დასარეგისტრირებლად საჭიროა შემდეგი მონაცემები : სასურველი საბავშვო ბაგა-ბაღი, ასაკობრივი ჯგუფის მითითება, ბავშვის და მშობლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდგომ (თუ ადგილი ვაკანტურია) სისტემაში აისახება განაცხადის წარმატებით დარეგისტრირება.

თუ თქვენ დარეგისტრირდით სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღში, მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან 08 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოთ სასურველ ბაღს და წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
  • ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
  • პროფილაქტიკური აცრების ბარათი (ან ექიმის დასკვნა ბავშვთა კოლექტივში დაშვების თაობაზე)
  • ორი ფოტოსურათი (3X4)
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა #100 ან ფორმა #50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღის ჩართულობის თაობაზე
  • მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა რეგისტრაციის ადგილიდან (იუსტიციის სახლიდან) წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი მოიხსნება რეგისტრაციიდან.
რეგისტრაციის ლინკი გააქტიურდა 17 ივლისს 12:00 საათზე და დაიხურება 31 ივლისს 12:00 საათზე! " - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |