განათლება
ახალციხეში ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია ჩატარდა

22 ივლისს, ახალციხის სამუსიკო სკოლაში, ფსიქოლოგმა და აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ მხეიძემ, მომავალი პროფესიის სწორად არჩევის თავისებურებების, მეთოდების და ღირებულებების შესახებ საჯარო ლექცია გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროფესორმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და შესაბამისი რჩევებიც გასცა.

შეხვედრის ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაა. საჯარო ლექცია კი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის "აირჩიე პროფესია“ - ფარგლებში გაიმართა.

პროექტი, ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავს.
| Print |