განათლება
აბიტურიენტები დღეს ბოლო გამოცდას აბარებენ
ეროვნული გამოცდები სრულდება. აბიტურიენტები ბოლო გამოცდას ამ წუთებში ფიზიკაში აბარებენ.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ამ წუთებში აბიტურიენტებისთვის ბოლო საგამოცდო სესია ფიზიკაში მიმდინარეობს. ყველა გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. 27 და 28 ივლისს კი გამოცდა მაგისტრანტებისთვის ჩატარდება" - განაცხადა გელა ინასარიძემ ჩვენთან საუბრისას.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. 45 000-ზე მეტი, რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდებზე 94% გამოცხადდა. წელს კი პირველად არცერთი აბიტურიენტი გამოცდებიდან არ მოხსნილა.

სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა. შედეგები ეტაპობრივად აგვისტოში გამოქვეყნდება.
| Print |