განათლება
სამცხე-ჯავახეთში მანდატურის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებისათვის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

27 სექტემბერს, უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 27 სექტემბრიდან – 2023 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით. მანდატურის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (დარიცხული).

მანდატურის სამსახური განმარტავს, რომ კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას, „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება.

გამოცხადებული ვაკანსიების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი: ქ. ბაკურიანი – 1 ვაკანსია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაძრისი – 1 ვაკანსია.

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი: ქ. თბილისი – 23 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიჩბისი – 1 ვაკანსია; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წეროვანი – 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი: ბათუმი – 5 ვაკანსია; ლანჩხუთი – 1 ვაკანსია; ოზურგეთი – 2 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაური – 1 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯი – 1 ვაკანსია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური – 1 ვაკანსია;

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი: ქ. ზუგდიდი – 3 ვაკანსია; ქ. ჩხოროწყუ – 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი განმუხური – 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკი – 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია – 1 ვაკანსია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყე – 1 ვაკანსია; ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ქვალონი – 1 ვაკანსია; მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო – 1 ვაკანსია;

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი: ქ. ქუთაისი – 2 ვაკანსია; ქ. წყალტუბო – 1 ვაკანსია; ქ. ჭიათურა – 1 ვაკანსია; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული – 1 ვაკანსია; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სარეკი – 1 ვაკანსია; თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა საზანო – 1 ვაკანსია; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი დილიკაური – 1 ვაკანსია;

შიდა ქართლის ცენტრი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნისი- 1 ვაკანსია; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი აგარა – 1 ვაკანსია;

ქვემო ქართლის ცენტრი: ქ. რუსთავი – 4 ვაკანსია; ქ. ბოლნისი – 1 ვაკანსია; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი – 1 ვაკანსია; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარათაკლია – 1 ვაკანსია; გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კრწანისი – 1 ვაკანსია;ქ. თეთრიწყარო – 2 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჩაგანი – 1 ვაკანსია; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზქენდი – 1 ვაკანსია; ქ. წალკა – 2 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისი – 1 ვაკანსია; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაური – 1 ვაკანსია; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი – 1 ვაკანსია; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი კონდოლი – 1 ვაკანსია; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი დუზაგრამი – 1 ვაკანსია;

განცხადების წარდგენის ინსტრუქცია და სხვა დეტალები:

მანდატურად დასაქმების მსურველებმა უწყების ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ზე შემდეგი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
  • კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
  • სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში.
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი(დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.

მეტი დეტალისთვის იხილეთ: კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები
| Print |