განათლება
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
12 ოქტომბერს ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის წესდების შესაბამისად, სსიპ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდა.

22 სექტემბრიდან -11 ოქტომბრამდე სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატებმა მოამზადეს საარჩევნო პროგრამები და წარუდგინეს თანატოლებს, ასევე დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. და ბროშურები. წარმოადგინეს საკუთარი ხედვები სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ეფექტური საქმიანობის შესახებ.

შესაბამისი მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

კანონისა და სკოლის წესდების შესაბამისად 1 კვირის განმავლობაში სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ახლად არჩეული წევრები აირჩევენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს და მოადგილეებს.

თვითმმართველობის არჩევნები სკოლის ადმინისტრაციის, რესურსცენტრის და USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program –ის მხარდაჭერით ჩატარდა.

სსიპ ქალაქ ახალციხის #1 საჯარო სკოლა არის მენტორი სკოლა ახალციხის მუნიციპალიტეტში.რომელიც მომავალში აქტიურად ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორი და არაპარტნიორი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებთან.
| Print |