განათლება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში დირექტორები აირჩიეს
ქალაქ ახალციხის №1, №5, №6 და აწყურის საჯარო სკოლაში დირექტორები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო სკოლები თავიანთ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებენ.

ახალციხის №1 საჯარო სკოლაში დირექტორი კვლავ ჟუჟუნა გოგოლაური იქნება. ასვე მოქმედი დირექტორი აირჩიეს №5 საჯარო სკოლაშიც. ინგა ვარდიძე სკოლას დირექტორობის მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

№6 საჯარო სკოლას კი ახალი დირექტორი ჰყავს, სამეურვეო საბჭომ მხარი ნონა ივანიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა. ნონა ივანიძე ამ დრომდე, 16 წლის განმავლობაში სოფელ ღრელის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა.

სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი კი ელენე ლურსმანაშვილი იქნება.

| Print |