განათლება
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება
საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე დღეს აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებლების დღის თარიღად 27 ოქტომბერი - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შეირჩა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, თარიღთან დაკავშირებით, "საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიური პრემია გადაეცემათ", რაშიც სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000-ლარიანი ფულადი ჯილდო იგულისხმება.
| Print |