განათლება
მასწავლებლის ეროვნული პრემია წელს 11 პედაგოგს გადაეცა
სამცხე-ჯავახეთიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სამცხე-ჯავახეთიდან ელმირა ქსპოიანია. კონკურსის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში.

ამის შემდეგ 11 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.  შერჩეული მასწავლებლები 10 000 ლარიანი პრემიითა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდნენ.

ჯილდოზე წარდგენილ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი 12 კატეგორია უნდა დაეკმაყოფილებინა. განათლების სამინისტროში, ამ ჯილდოს მოსაპოვებლად თავდაპირველად ორი ათასამდე განაცხადი შევიდა. 
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ელმირა ქსპოიანი ნინოწმინდის სკოლის პედაგოგია, საგანმანათლებლო სისტემაში თითქმის ორი ათეული წელია, რაც მუშაობს. 

მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში დაწესდა და ის ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინიციატივით კი მასწავლებლის ეროვნული პრემია წელს პირველად გაიცა.

| Print |