განათლება
ვინ ვერ ჩააბარებს სადოქტოროზე - ცვლილებები უმაღლესი განათლების კანონში
საქართველოს მთავრობა, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტს დასამტკიცებლად რამდენიმე საკითხს წარუდგენს. ძირეული ცვლილებები შეეხება სამაგისტრო სწავლების ვადებს, ასევე საბაკალავრო პროგრამებზე სწავლება ნაწილობრივ ონლაინ იქნება შესაძლებელი, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე 60 კრედიტიანი სწავლების შემთხვევაში პირი ვეღარ გააგრძელებს სადოქტორო პროგრამაზე სწავლას.

სამოქმედო გეგმა 13 ცვლილებით განისაზღვრა, მათ შორის ელექტრონული სწავლების დისტანციური ფორმა განისაზღვრება, სამივე პროგრამაზე დაშვებული იქნება ნაწილობრივ დისტანციური სწავლება, სამაგისტრო პროგრამაზე შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60 კრედიტიანი სწავლების პროგრამა, უმაღლესი დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესს და დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი.
| Print |