განათლება
ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
ცნობილია რომელ მიმართულებაზე რა არჩევითი საგნების ჩაბარება იქნება შესაძლებელი 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 28 თებერვლის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.

გიორგი ამილახვარის ხელმოწერილ დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტები სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით ამ დანართში მოცემული არჩევითი საგნების ჩაბარებას შეძლებენ:

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტში დაიწყება.

სხვა რედაქციული ცვლილებების სანახავად იხილეთ მინისტრის ბრძანება.
| Print |