განათლება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი იტყობინება. მათივე ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

,,საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
| Print |